ისტორია

ისტორია2018-08-29T14:06:04+00:00

„მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“

მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში და რუსეთში გაბატონებულია იყო ეკლექტური არქიტექტურა, რომელმაც თბილისიც მოიცვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით პუპულარული არქიტექტურული სტილია იმდრომდელი „მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“.

შენობა

სწორედ ამ სტილში არქიტექტორმა ნ. ობოლენსკიმ სოვდაგარ ლეონ მანთაშევის დაკვეთით შეიმუშავა თავლის პროექტი „სარბენი წრისათვის“ იმ დროისათვის არსებულ იპოდრომთან ახლოს. დიდუბის რაიონი ამ დროისათვის მუშათა კვარტლად ითვლებოდა და ტერიტორია, სადაც „თავლა“ შენდებოდა, არ გამოირჩეოდა საინტერესო არქიტექტურული ობიექტებით. უნდა აღინისნოს რომ არქიტექტორ ნ. ობოლენსკის შენობა დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აღსანიშნავ შენობას არა მხოლოდ წერეთლის პროსპექტზე არამედ მთელ დიდუბეში.

1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან დაკავშირებით ქონების ნაციონალიზაციის და საქალაქო იპოდრომის დიდუბიდან საბურთალოზე გადატანის შემდეგ „თავლის“ შენობა გამოიყენებოდა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის. ერთი პერიოდი შენობა იყო მშენებლობის სამინისტროს უწყებაში, ხოლო 1970-იან წლებში შენობა გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში და მასში განლაგებული იყო პოლიციის ერთ ერთი სამმართველო, ამჟამად ყოფილი თავლის შენობა ეკუთნის შპს „პეკულს“.

უნდა აღინიშნოს რომ თავლების შენობის სახე – მისი კონტურები, პროპორციები და დაგეგმარებაც კი, -ჩვენამდე შემონახულია თითქმის უცვლელად, თუმცა რესტავრაცია-ადაპტაციის განხორციელების დროს პროექტის ავტორმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს შენობის თავდაპირველად ჩაფიქრებული იერს-სახე.  აქვე უნდა აღინიშნოს რომ სასურველია მოხდეს  წერეთლის გამზირის მხრიდან მდებარე სკვერის პრივატიზაცია, რომელიც ასევე წარმოადგენს არქიტექტურული ძეგლის განუყოფელ ურბანისტულ ნაწილს.

 

 

1909 წლის საპროექტო ნახაზი