- ამჟამინდელი მდგომარეობა
- ისტორია
ამჟამინდელი მდგომარეობა
დღეის მდგომარეობით შენობა რესტავრირებულია და “ახალი სიცოცხლის” მოლოდინშია.
მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და იშვიათი არქიტექტურული დაპროექტება, საშუალებას იძლევა შენობა გამოყენებულ იქნას ფართო სპექტრით. შენობა შედგება ძირითადი სართულისა და მინუს სართულისაგან.
გამომდინარე იქიდან, რომ შენობის დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია-გასარემონტებელ მდგომარეობაშია,თუმცა „მოიჯარესთან“ შეთანხმების საფუძველზე მოხდება მისი გარემონტება.
მისამართი: წერეთლის გამზირი # 56
გასაქირავებელი ფართი:2400 კვადრატული.
- ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრში;
- რეკრეაციული ზონა: შენობის წინ მდებარეობს გამწვანებული სკვერი;
- შენობას გააჩნია საკუთარი პარკინგი;
- წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს;



ისტორია
მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით პოპულარული არქიტექტურული სტილია იმდროინდელი „მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“, სწორედ ის სტილი, რომლითაც 1909 წლის დაპროექტებით აშენდა „თავლა“. პროექტი არქიტექტორმა ნ.ობოლენსკიმ, ლეონ მანთაშევის დაკვეთით შეიმუშავა „სარბენი წრისათვის“.
1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან დაკავშირებით,ქონების ნაციონალიზაციისა და საქალაქო იპოდრომის დიდუბიდან საბურთალოზე გადატანის შემდეგ,“თავლა“-ს შენობა გამოიყენებოდა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ერთ ხანს მშენებლობის სამინისტროს უწყებაში იყო, ხოლო 1970 -იან წლებში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში და ბოლო დრომდე მასში განლაგებული იყო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველო.
ეს განსხვავებული არქიტექტურული ნიმუში, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე შეტანილია ისტორიულ ობიექტთა ნუსხაში.
უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტი, რომ თავლას შენობის სახე, მისი კონტურები, პროპორციები და დაგეგმარებაც კი, –ჩვენამდე შემონახულია თითქმის უცვლელად,
თანამედროვე ეპოქაში შემორჩენილი გასული საუკუნის ეს ძეგლი, ამ საუკუნეშიც ერთადერთია, რომლის მსგავსიც საქართველოს მასშტაბით არ არსებობს.
1909 წლის პროექტი


1940 წელი

1934 წლის თბილისის რუკა
